ქობულეთში დაღუპული მოზარდების პანაშვიდი მიმდინარეობს

11 May 2015 03:14 1
13,517
7 0

ქობულეთში დაღუპული სამი ბავშვის პანაშვიდი მიმდინარეობს დილიდან რუსთავში, გორგასლის სახელობის ეკლესიაში.

რუსთავში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, განათლებისა და კულტურის მინისტრები.

ხანძრის დროს დაღუპული მოზარდების ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მშობლებისა და დაღუპული ბავშვების დნმ-ის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ტარდება. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ცნობილი გახდა, რომ მთავრობა უწყებათაშორის კომისიას ქმნის, რომელიც ახალ რეგულაციებზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვი ემსხვერპლა.

Related of "ქობულეთში დაღუპული მოზარდების პანაშვიდი მიმდინარეობს" Videos